"საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1011
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 164, 15/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016098
  • Word
1011
14/12/2010
სსმ, 164, 15/12/2010
010340000.08.002.016098
"საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1011

2010 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) 302 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამდივნოს უფროსი;“;

ბ) 303 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;“;

გ) 303 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„ო) მინისტრის თანაშემწე;

პ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

ჟ) ბუღალტერი.“;

დ) 304 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) დამხმარე მოსამსახურე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი