დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1012 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 15/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016099 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1012
2010 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2010 წლის 14 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას, როგორც განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორს, შორის ჰოლანდიური გრანტის ხელშეკრულება (განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება)“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს მსოფლიო ბანკს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები