საქართველოში ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/01/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 08/02/2000
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.05.002.001.
  • Word
15
24/01/2000
სსმ, 8, 08/02/2000
340.140.000.05.002.001.
საქართველოში ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №15

2000 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოში ბავშვთა საკვები პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ

„ბავშვის უფლებათა კონვენციასა“ (1989 წ.) და „ბავშვის გადარჩენის, დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფის საყოველთაო დეკლარაციაზე“ (1990 წ.) დაყრდნობით საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების, მათი დაცვისა და ყოველმხრივი განვითარების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოში ბავშვთა საკვები პროდუქტების წარმოების განვითარების კონცეფცია.

2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თედო ისაკაძემ ორ კვირაში განსაზღვროს ბავშვთა საკვები პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის პერსონალური შემადგენლობა, რომელიც შეიმუშავებს საქართველოში ბავშვთა საკვები პროდუქტების წარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამას.

ე. შევარდნაძე