საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

  • Word
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 692
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
692
28/12/1999
სსმ, 1, 04/01/2000
010.340.000.05.002.001.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 692

1999 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანო, აღჭურვილია საკმაოდ ფართო და საპასუხისმგებლო ფუნქციებით და უფლებამოსილებით, რომელთა განსახორციელებლად მას სჭირდება არსებული მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რაც მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფინანსების წყაროდ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დაფინანსების სხვა წყაროებიც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე, სააქციო კაპიტალის მეორადი ბაზრის ამოქმედების სტიმულირებისა და ხელშეწყობის, მისი შემდგომი განვითარებისათვის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით:

1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების „სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, 27-ე და 28-ე პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების უფლების მინიჭებისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული სალიცენზიო მოსაკრებლების 70 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის სპეციალური სახსრების ანგარიშზე, დანარჩენი 30 პროცენტი კი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის მიღებამდე ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დამტკიცებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ემისიის ნომინალური ღირებულების 0,5 პროცენტი, – რომლიდან მიღებული შემოსავლის 70 პრცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის სპეციალური სახსრების ანგარიშზე, დანარჩენი 30 პროცენტი კი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე