დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საიდუმლოების დაცვის, თავდაცვითი მრეწველობის განყოფილებების სამსახურებად გარდაქმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 690 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71(78), 29/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №690
1999 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საიდუმლოების დაცვის, თავდაცვითი მრეწველობის განყოფილებების სამსახურებად გარდაქმნის შესახებ
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საიდუმლოების დაცვის, თავდაცვითი მრეწველობის განყოფილებები გარდაიქმნას შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საიდუმლოების დაცვის, სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამსახურებად.
2. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა სამსახურის, საიდუმლოების დაცვის სამსახურისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამსახურის უფროსების დაფინანსება განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები