"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 16/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016016
  • Word
32
10/12/2010
სსმ, 64, 16/12/2010
010250050.35.120.016016
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №32

2010 წლის 10 დეკემბერი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულებაში (სსმ V, №53, 18. 11. 2010წ., მუხ. 1571) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამსახურს აქვს ბეჭედი სამსახურის სრული დასახელებით.”.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულები, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფი საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოხელეები

საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახუფროსი;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) მთავარი სპეციალისტი;

დ) წამყვანი სპეციალისტი;

ე) უფროსი სპეციალისტი..

4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი