დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურების და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.150.000517 |
სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.150.000.517
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2010 წლის 24 აგვისტო
წეროვანი, დევნილთა დასახლება
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურების და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის, 38-ე მუხლის მეოთხე პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურები და თანამდებობრივი სარგოები (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის №15 დადგენილება ,,ახალგორის მუნციპალიტეტის 2010 წლის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურების შესახებ“ და ახალგორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №7 დადგენილება ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
3. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 3 სექტემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ყოჩიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები