დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანაზე" რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 688 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/12/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71(78), 29/12/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.100.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №688
1999 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანაზე“ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ
1. საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით, „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რესტრუქტურიზებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხანაზე“ 1999 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები 831200 ლარის ოდენობით.
2. რესტრუქტურიზაციის პერიოდი განისაზღვროს 3 წლის ვადით (1999 წლის 1 აგვისტოდან 2002 წლის 1 აგვისტომდე). მათ შორის: გაყინვის პერიოდი – 1 წლის ვადით (1999 წლის 1 აგვისტოდან 2000 წლის 1 აგვისტომდე), გადავადების პერიოდი – 2 წლის ვადით (2000 წლის 1 აგვისტოდან 2002 წლის 1 აგვისტომდე).
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები