დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 30/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.000038 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/07/2010 - 14/09/2011)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.138.000.038
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2010 წლის 20 ივლისი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების №4 დანართის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს:
ა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად;
ბ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები №2 დანართის შესაბამისად;
გ. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები №3 დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების და სხვა მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილება;
ბ. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისა და სხვა მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №3 დადგენილება.
3. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 პუნქტისა, ძალაში შევიდეს 2010 წლის 20 ივლისიდან.
4. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 პუნქტი ძალაში შევიდეს 2010 წლის 2 ივლისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების
თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1. | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2. | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
|
| კომისიების თავმჯდომარეები |
|
| 3. | სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 4. | საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 5. | სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 6. | ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 7. | სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე | 650 |
|
| ფრაქციის თავმჯდომარე |
|
| 8. | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
დანართი №2
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
|
| აპარატი |
|
| 1. | წამყვანი საჯრო თანამდებობის პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 2. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 3. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი | 400 |
| 4. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი | 390 |

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები