დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №29 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამგეობის ორგანოს სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.127.000564 |
სარეგისტრაციო კოდი 010.260.010.35.127.000.564
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №29 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული გამგეობის ორგანოს სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილებები და დამატებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №29 დადგენილების (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ) №1 დანართის:
პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„1. გამგეობის ტერიტორიული ორგანო იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;“.
2. მე-2 მუხლის, პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება;“
3.პირველი მუხლის, მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„4. გამგეობის ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი ბეჭედი, ბლანკი და შტამპი;“.
4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„2. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები გამგეობის რწმუნებულის მიერ ფუნქციების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;“
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები