დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №28 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.127.000563 |
სარეგისტრაციო კოდი 010.260.010.35.127.000.563
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №28 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილებები და დამატებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №28 დადგენილების (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) №1 დანართის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ბ)ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მათ უსრულდებათ 17 წელი;“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები