დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.127.000562 |
სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.35.127.000.562
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილებები და დამატებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილების (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) №1 დანართის:
1.მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „ნ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მშენებლობის ნებართვის გასაცემად, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია, სამართლებრივი აქტის პროექტი და წარმოუდგინოს საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.“
2. მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ქ) შეისწავლოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები (მათ შორის ხაზოვანი ობიქტების);“
3. მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„პ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშა-ვებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით;“
4. მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ე) ამოღებულია;“
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები