დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №22 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 02/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.127.000560 |
სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.127.000.560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №22 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილებები და დამატებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №22 დადგენილების (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ) №1 დანართის:
1. პირველი მუხლის, მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„4. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის და ადმინისტრაციული სამსახური თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.“
2. მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით.“
3. მე-3 მუხლის, პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.“
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები