დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 02/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.127.000559 |
სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.127.000.559
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილებები და დამატებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №21 დადგენილების (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ) №1 დანართის, მე-3 მუხლის, პირველი პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.“
მუხლი 2.
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები