„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 11/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.172
  • Word
38
10/03/2005
სსმ, 28, 11/03/2005
010.240.030.10.003.000.172
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2005 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

    მუხლი 1

1. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახაზინო სამსახური (სახაზინო დეპარტამენტი)“.

2. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

1. სახაზინო სამსახური (სახელმწიფო ხაზინა) (შემდგომში – სახაზინო დეპარტამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;

ბ) ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯების განწერის საფუძველზე დაფინანსების გეგმის გაშლას მხარჯავ დაწესებულებათა მიერ სახაზინო დეპარტამენტში წარმოდგენილი განაწილების მიხედვით;

გ) მხარჯავ დაწესებულებათა ვალდებულებების რეგისტრაციას დადგენილი წესის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესით;

დ) შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას;

ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას.

2. სახაზინო დეპარტამენტი მხარჯავი დაწესებულებებიდან იღებს ბიუჯეტის შესრულების ბალანსს.

3. სახაზინო დეპარტამენტი მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახაზინო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

3. დებულების 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

    „მუხლი 22

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ბ) იურიდიული კონსულტაციების გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოებისათვის;

გ) საფინანსო კანონმდებლობის ანალიზში მონაწილეობის მიღება მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ზ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა“.

4. დებულების 27-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სახაზინო დეპარტამენტთან ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება“.

5. ამოღებულ იქნეს დებულების 27-ე მუხლის „ღ“, „ყ“, „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები.

    მუხლი 2

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი