ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №16 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №16 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 02/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.127.000557
  • Word
35
20/08/2010
სსმ, 20, 02/09/2010
010250040.35.127.000557
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №16 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.127.000.557

ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს

დად­გე­ნი­ლე­ბა №35

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №16 დადგენილებაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილებები და დამატებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის #16 დადგენილების (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ) №1 დანართის:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„გ) ამოღებულია“

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ზ) ამოღებულია“

3. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„8. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა წესი არ არის დადგენილი.“.

4. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„გ) ამოღებულია.

5. 27-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.“.

6. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.“

7. 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. ახლად არჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით, ღია კენჭისყრით, იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

3. ახლად არჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.“.

8. 70-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

     „მუხლი 70. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე

საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა;

ბ) წამოაყენოს საკუთარი წინადადებები ან კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად;

გ) ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;

დ) თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა, ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი ალტერნატიული წინადადება, რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო.“

9. 103-ე მუხლის მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან მეორე დღეს გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“.

10. 106-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი;

გ) საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა;

დ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;

ე) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;

ვ) სხდომაზე გამომსვლელთა სია;

ზ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

თ) კენჭისყრის შედეგები;

ი) მიღებული გადაწყვეტილებები.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი