ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 04/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.127.000067
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26
22/07/2010
სსმ, 5, 04/08/2010
010260010.35.127.000067
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/08/2010 - 30/01/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.010.35.127.000.067

ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს

დად­გე­ნი­ლე­ბა №26

2010 წლის 22 ივ­ლი­სი

ქ. ზეს­ტა­ფო­ნი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1.  დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 18  დეკემბრის  №10   დადგენილება.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე მ.მასხარაშვილი

დანართი №1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდეგ „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს‚ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.

    მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ფუნქციაა:

ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;

ე) სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებების (ოპერაციების) განხორციელება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამო-სილებათა განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ბ) თავის კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;

გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

დ) კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;

ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ვ) განახორციელოს სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებები (ოპერაციები);

ზ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია           

1. სამსახურის ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ „უფროსი“), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს   განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

5. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.

დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღიცხვაში ცვლილებებსა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.

    მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.