დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის N344 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 15/12/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016014 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №155/01
2010 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში (სსმ III, 08.01.2008, №2, მუხ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ.თ“ ქვეპუნქტი:
„ბ.თ) ამ მუხლით დადგენილი ნორმების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემას.“
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 – მე-5 პუნქტები:
„3. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სალაროსთან და გარეპერიმტრზე. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომელთა შესასვლელი არ არის განთავსებული ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე, არ ევალებათ გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.
4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს.
5. ფეხით მოსიარულეთა გზის ერთსა და იმავე სავალ ნაწილზე ერთმანეთის გვერდით განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შეუძლიათ დაამონტაჟონ გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის საერთო სისტემა.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყონ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 2 თებერვლიდან.
გ. ქადაგიძე
„დანართი №2
სარეგისტრაციო ფორმა
| I | პირველი განყოფილება ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის თაობაზე |
|
| |||||||||
| 1 | საფირმო სახელწოდება |
|
| |||||||||
| 2 | იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები |
|
| |||||||||
| 3 | სამართლებრივი ფორმა |
|
| |||||||||
| 4 | სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება |
|
| |||||||||
| 5 | სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ან საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
| |||||||||
| 6 | მომსახურე კომერციული ბანკის(ბანკების) დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკში(ბანკებში) |
|
| |||||||||
| II | მეორე განყოფილება ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართობის და ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე |
|
| |||||||||
| 1 | პუნქტის ადგილსამყოფლის მისამართი |
|
| |||||||||
| 2 | საოპერაციო ფართობი კვადრატულ მეტრებში |
|
| |||||||||
| 3 | პუნქტის სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები: |
|
| |||||||||
| 3.1 | ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება |
|
| |||||||||
| 3.2 | კომპიუტერული ტექნიკა |
|
| |||||||||
| 3.3 | მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების აღსარიცხავად, სისტემატიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა |
|
| |||||||||
| 3.4 | საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკი |
|
| |||||||||
| 3.5 | ვიდეომეთვალყურეობის სისტემა |
|
| |||||||||
| III | მესამე განყოფილება პუნქტის მფლობელისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დადასტურება, რომ: |
|
| |||||||||
| 1 | ისინი გაცნობილნი არიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს |
|
| |||||||||
| 1.1 | პუნქტის მფლობელის (უფლებამოსილი პირის) სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– | _____________________(ხელმოწერა) |
| |||||||||
| 1.2 | პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი ________________________________________________
| _____________________(ხელმოწერა) |
| |||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
| მე______________________________________ | ვადასტურებ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი |
| |||||||||
|
| (უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი) |
| ||||||||||
|
| ინფორმაციის უტყუარობას. პუნქტის მფლობელის (უფლებამოსილი პირის)__________________________________ |
| ||||||||||
|
|
|
|
|
|
| (ხელმოწერა) |
| |||||
|
| სარეგისტრაციო ფორმის ეროვნულ ბანკში გაგზავნის თარიღი:“. |
| ||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები