დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 17/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016028 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/12/2010 - 03/01/2011)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2010 წლის 6 დეკემბერი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესისი. დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ მუხლი 192, პუნქტი პირველი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №65, 2010 წლის 19 აგვისტო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად და განსაზღვრავს:
ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;
ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;
გ) მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს;
დ) წილების და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო წილების და აქციების პრივატიზებისას – ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება:
ა) ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით, პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასი.
3. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე მისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ აღნიშნული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
მუხლი 3. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება:
ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
გ) მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
2. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. თუ არ მოხდა მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით გამოტანილი მოძრავი ნივთის პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე მისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ მოძრავი ნივთი ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ და მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 5. წილების და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. წილების და აქციების პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საფასური, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები