,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 11/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.171
  • Word
37
10/03/2005
სსმ, 28, 11/03/2005
010.240.030.10.003.000.171
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2005 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №95, მუხ. 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მინისტრის ბიურო”.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15

მინისტრის ბიუროს ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

გ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს კავშირურთი­ერთობის კოორდინაცია;

ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირურთიერთობის კოორდინაცია;

ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;

ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა, მოქალაქეთა მიღება და მოქალაქეთა საჩივრების განხილვა;

თ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი;

ი) სამინისტროს მთავარი კანცელარიის ზედამხედველობა და კონტროლი;

კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამუშაო პირობების შექმნა;

ლ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატური მომზადება და საზოგადოებისათვის წარდგენა”.

3. მე-17 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-19 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;”.

5. 27-ე მუხლის „გ” და „დ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ზ. ნოღაიდელი