საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზოგიერთ ობიექტის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე

  • Word
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზოგიერთ ობიექტის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/11/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62(69), 26/11/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.002.001.
  • Word
628
21/11/1999
სსმ, 62(69), 26/11/1999
040.110.030.05.002.001.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზოგიერთ ობიექტის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 628

1999 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზოგიერთი ობიექტის შრომითი კოლექტივისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად პირდაპირი მიყიდვის უფლება მიეცეთ დანართში ჩამოთვლილი სამედიცინო ობიექტების შრომით კოლექტივებს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის 615 ბრძანებულებით განსაზღვრული და წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების პირობით.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა (მ. უკლება) განახორციელოს დანართში მოცემული ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზება შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე

 

1. ქუთაისის ჯანდაცვის პროგრამების ექსპერტიზისა და კოორდინაციის სამსახური

2. ქუთაისის კარდიოლოგიური დისპანსერი

3. ქუთაისის ენდოკრინოლოგიური დისპანსერი

4. ფოთის ბავშვთა პოლიკლინიკა

5. ფოთის ნარკოლოგიური დისპანსერი

6. თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო

7. გორის სტომატოლოგიური პოლიკლინიკა

8. თბილისის N8 ვენდისპანსერი.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის

პირველი მოადგილე –

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი

პ. მამრაძე