დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის №3 სამშობიარო სახლის საპრივატიზაციო სამედიცინო ობიექტების ნუსხიდან ამოღების და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 620 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/11/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60(67), 18/11/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №620
1999 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის №3 სამშობიარო სახლის საპრივატიზაციო სამედიცინო ობიექტების ნუსხიდან ამოღების და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
1. მიღებულ იქნეს თბილისის №3 სამშობიარო სახლის კოლექტივის თხოვნა და მიზანშეწონილად ჩაითვალოს თბილისის №3 სამშობიარო სახლის ფლობისა და სარგებლობის უფლებით საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემა.
2. ამოღებულ იქნეს თბილისის №3 სამშობიარო სახლი „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივატიზაციო სამედიცინო ობიექტების ნუსხიდან.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება), საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) და თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) უზრუნველყონ ამ ბრძანებულების შესრულება ერთ თვეში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები