დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების: ს/ს ,,ახმეტაენერგოს", ს/ს ,,ენერგეტიკის" (ყვარელი), ს/ს „თელავენერგოს", ს/ს ,,ლაგოდეხენერგოს", ს/ს ,,სიღნაღის ელმეგას", ს/ს ,,ელექტროსერვისის საგარეჯო ს/ს ,,ელექტრონის" (გურჯაანი) საგარეჯო ს/ს" (გურჯაანი) და ს/ს ,,ენერგეტიკოსის" (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით შპს ,,თაქლასთვის" მიყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 607 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57(64), 05/11/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №607
1999 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების: ს/ს „ახმეტაენერგოს“, ს/ს „ენერგეტიკის“ (ყვარელი), ს/ს „თელავენერგოს“, ს/ს „ლაგოდეხენერგოს“, ს/ს „სიღნაღის ელმეგას“, ს/ს „ელექტროსერვისის“ (საგარეჯო), ს/ს „ელექტრონის“ (გურჯაანი) და ს/ს „ენერგეტიკოსის“ (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „თაქლასთვის“ მიყიდვის შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 1999 წლის 15 ოქტომბრის №15 (21) ოქმის საფუძველზე:
1. კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტროგამანაწილებელი კომპანიების: ს/ს „ახმეტაენერგოს“, ს/ს „ენერგეტიკის“ (ყვარელი), ს/ს „თელავენერგოს“, ს/ს „ლაგოდეხენერგოს“, ს/ს „სიღნაღის ელმეგას“, ს/ს „ელექტროსერვისის“ (საგარეჯო), ს/ს „ელექტრონის“ (გურჯაანი) და ს/ს „ენერგეტიკოსის“ (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტი პირდაპირი მიყიდვის წესით მიეყიდოს შპს „თაქლას“ 250 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) განახორციელოს კახეთის რეგიონში განლაგებული ელექტრომაგანაწილებელი კომპანიების: ს/ს „ახმეტაენერგოს“, ს/ს „ენერგეტიკის“ (ყვარელი), ს/ს „თელავენერგოს“, ს/ს „ლაგოდეხ-ენერგოს“, ს/ს „სიღნაღის ელმეგას“, ს/ს „ელექტროსერვისის“ (საგარეჯო), ს/ს „ელექტრონის“ (გურჯაანი) და ს/ს „ენერგეტიკოსის“ (დედოფლისწყარო) აქციათა 75 პროცენტის პირდაპირი მიყიდვის წესით შპს „თაქლასათვის“ მიყიდვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო შემოსული თანხების განაწილება განხორციელდეს დადგენილი წესის შესაბამისად თანაბარპროპორციულად რაიონების მიხედვით.
3. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 15 აპრილის №142 განკარგულებით ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების მიზნით შექმნილმა მუდმივმოქმედმა საკონკურსო კომისიამ ერთ თვეში წარმოადგინოს წინადადებები შპს „თაქლასათვის“ სააქციო საზოგადოება „ელექტროგადაცემის“ ბალანსზე რიცხული 35კვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების გადაცემის შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები