დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 07/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.170 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №36
2005 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №55) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:
,,ნ) კულტურული და სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტი”.
2. დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:
,,ნ) კულტურული და სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტი – სახელმწიფო ცერემონიების, კულტურულ-სპორტული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა და სპორტსმენთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების, კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების გამართვა; შემოქმედებითი კოლექტივების, ცალკეულ ხელოვანთა და შემსრულებელთა საკონცერტო და საგასტროლო მოღვაწეობის ხელშეწყობა; კულტურული და სპორტული ცხოვრების გააქტიურება, ცალკეულ ხელოვანთა და შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა; შეზღუდული უნარის მქონე მოქალაქეთა (მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების) კულტურული და სპორტული აქტიურობის ხელშეწყობა.“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები