დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ. ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ. თბილისის №2 სამშობიარო სახლის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56(63), 29/10/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.002.001 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №598
1999 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ. თბილისის №2 სამშობიარო სახლის შრომითი კოლექტივებისათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ
1. ამოღებულ იქნეს „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანული მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლი „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 აპრილის №233 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების ნუსხიდან“.
2. ამოღებულ იქნეს კოსტავას ქ. №38-ში (ყოფილი ლენინის ქ. №38) მდებარე შენობა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1986 წლის 14 ნოემბრის №706 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის (ყოფილი კალინინის რაიონი) ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების სიიდან“.
3. „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის უფლებათა დაცვის, აგრეთვე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების, ეკონომიკური მოტივაციის გაძლიერების მიზნით დაკმაყოფილდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ქ. თბილისის №2 სამშობიარო სახლის კოლექტივების თხოვნა მათთვის სამედიცინო დაწესებულების ქონებისა და შენობის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე.
4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) უზრუნველყონ, დადგენილი წესით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერიტანალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტისა და ქ.თბილისის №2 სამშობიარო სახლის კოლექტივებისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების სათანადო ღონისძიებათა გატარება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები