დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და ინსპექტირების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №55 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 163, 14/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080150.22.023.016032 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №71
2010 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და ინსპექტირების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №55 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და ინსპექტირების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №55 ბრძანებას (სსმ III, 16.11.2010 №150 მუხ.2129) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 30 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები