"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 909
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 162, 13/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016066
  • Word
909
13/12/2010
სსმ, 162, 13/12/2010
040030000.22.033.016066
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №909

2010 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010 წ., 33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის 1 და 2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) გასცემს საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატს;

2) ახორციელებს საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენას, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 და 2 ქვეპუნქტები:

1) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

2) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;.

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის `გ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების გაცემა;.

4. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის  და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების/`საგადასახადო მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა; საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. საბანკო დაწესებულებებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;

კ) საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით განხორციელება. სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის კოორდინაცია;;

ბ) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ობიექტის ადგილმდებარეობაში ცვლილების განხორციელებასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;;

გ) მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობაზე ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. სამსახურის რეგიონული ცენტრების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მონიტორინგი. საბაჟო საწყობების (ღია ან/და დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დამტკიცებული კლასიფიკატორის საჯაროდ გამოცხადება;.

5. 141 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 და 2 ქვეპუნქტები:

1) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა;

2) საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა;;

ბ) მე-2 პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქონლის მიმართ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრისა და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მეთოდიკის სრულყოფა;

ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდიკის სრულყოფა;.

6. მე-18 მუხლის:

ა) 1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) კანონით დადგენილი წესით საბაჟო საწყობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;;

ბ) 3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) საბაჟო ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას;;

გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;.

7. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის 2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2) კანონით დადგენილი წესით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                             . ბაინდურაშვილი