დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 16/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300390000.35.112.016019 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2010 წლის 10 დეკემბერი
ქ. ლანჩხუთი
„ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №37 დადგენილებაში (სსმ V, №46 2010 წლის 3 ნოემბერი) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქალაქის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და დაჭერილი და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1)“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აიკრძალოს ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა და/ან წვრილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ – ქალაქის ქუჩებში, სკვერებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უმეთვალყურეოდ გაშვება.
შენიშვნა: ინსტრუქცია არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. შემსრულებელი ვალდებულია დაჭერილი პირუტყვი მესაკუთრეს გაატანოს პირუტყვზე მესაკუთრის კუთვნილების დამდგენი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და გადახდილი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ. ამის შემდგომ ფორმდება დაჭერილი პირუტყვის მიღება-ჩაბარების აქტი, თარიღის მითითებით და მხარეების ხელმოწერით“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 პუნქტში სიტყვა „დაკავების“ შეიცვალოს სიტყვით „დაჭერის“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 პუნქტში სიტყვა „დაკავების“ შეიცვალოს სიტყვით „დაჭერის“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 პუნქტში სიტყვა „დაკავების“ შეიცვალოს სიტყვით „დაჭერის“;
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები