დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 568 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49(53), 06/10/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №568
1999 წლის 1 ოქტომბერი
ქ.თბილისი
სააქციო საზოგადოება „თელასის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პრივატიზების შესახებ
სააქციო საზოგადოება „თელასის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების პრივატიზების დაჩქარების, ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობისა და ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სააქციო საზოგადოება „თელასის” საწესდებო კაპიტალის აქციათა 5%-ის (4 057 395 აქციის) გაყიდვა სპეციალიზებული აუქციონის ფორმით, ერთი აქციის საწყისი ფასის ნომინალური ღირებულებით 1 ლარით განსაზღვრით.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ერთ კვირაში უზრუნველყონ სპეციალიზებული აუქციონის შესაბამისი წესის შემუშავება და რეგისტრაცია.
3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით დაუშვას შესაბამისი მითითება საბანკო დაწესებულებებისადმი ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული აუქციონის ორგანიზების უზრუნველსაყოფად.
4. ეთხოვოს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას” და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს სისტემატურად გააშუქონ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიმდინარეობა.
ე.შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები