,,დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 07/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 29/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.10.003.000.169
  • Word
35
02/03/2005
სსმ, 26, 07/03/2005
040.150.000.10.003.000.169
,,დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №35

2005 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 „დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„დანაშაულის ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა გაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 ნოემბრის №111 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №137, მუხ. 1229) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

 დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

    მუხლი 5

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ელექტრონული ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით წარუდგინოს ინფორმაცია განმცხადებლის მონაცემთა შესახებ საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისათვის პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადების შეტანიდან ერთ დღეში.“

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51  მუხლი:

    მუხლი 51

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა), საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისათვის პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტების გაცემიდან ქ. თბილისისა და მის მიმდებარე რაიონებში ერთკვირიანი, ხოლო სხვა რაიონებში ერთთვიანი ვადების დაცვით, ელექტრონული ფორმატით, შესაბამისი მონაცემები მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი