„წყალმომხმარებელთა ასოციაციების დაფუძნების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ"

  • Word
„წყალმომხმარებელთა ასოციაციების დაფუძნების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49(56), 06/10/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.040.000.05.002.001.
  • Word
563
29/09/1999
სსმ, 49(56), 06/10/1999
040.040.000.05.002.001.
„წყალმომხმარებელთა ასოციაციების დაფუძნების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ"
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №563

1999 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

წყალმომხმარებელთა ასოციაციების დაფუძნების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მელიო­რაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში“ განსახორ­ციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების შესაბამისად ქვეყნის აგრარულ სექტორში შეიქმნა სამელიორაციო მომსახურების 171 კოოპერატივი, რომლებმაც მოიცვა 240 ათასი ჰა სარწყავი და 7 ათასი ჰა დაშრობილი სავარგული. მათი მოქმედების ზონაში შეჩერდა შიდასამეურნეო ქსელების ნგრევა და დანადგარ-მოწყობილობათა დატაცება; სარწყავი და დამშრობი სისტემების ამოქმედებამ საგრძნობლად გაზარდა ფერმერთა ინტერესი ორგანიზაციული გაერთიანების მიმართ.

მელიორირებული მიწების ეფექტიანად გამოყენებისათვის ფერმერთა ორგანიზაციული გაერთიანებისათვის ხელშეწყობის, შიდა-სამეურნეო ქსელების აღდგენა-გამართვის, ფასიანი სამელი­ორაციო მომსახურების ფართოდ დანერგვისა და მელიორაციის დარგის დაფინანსებისათვის ბიუჯეტში არსებული დეფიციტის შევსების მიზნით:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება წყალმომხმარებელთა ასოცია­ციების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით დაფუძნების შესახებ.

2. წყალმომხმარებელთა ასოციაციების დაფუძნებასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა):

ა) ერთ თვეში შეიმუშაოს კანონპროექტი „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულ იქნეს, რომ სახელმწიფო სახსრებით აშენებული მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დაქვემდებარების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების შესაბამისად სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებისათვის გადაცემული სარწყავი, დამშრობი და გაწყლოვანების სისტემების შიდასამეურნეო ქსელები, მათზე არსებული სატუმბო სადგურები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები სამეურნეო გამგებლობის უფლებით, ხელშეკრულების საფუძველზე, მათი დანიშნულების შენარჩუნების პირობით გადაეცეთ წყალმომხმარებელთა ასოციაციებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დადგენილი წესით ერთ თვეში შეიმუშაოს წყალ­მომხმარებელთა ასოციაციის ტიპობრივი წესდება და უზრუნველყოს წყალმომხმარებელთა ახლადშექმნილი ასოციაციების წევრები სათანადო სწავლება-კონსულტირებით;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებსა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წყალმომხმარებელთა ასოციაციების დაფუძნებას, პირველ რიგში წყლით უზრუნველყოფილ ფართობებზე და იმ დაშრობილ მიწებზე, სადაც ჯერ კიდევ მკვეთრად არ არის განვითარებული მეორადი დაჭაობების პროცესები;

დ) დახმარება აღმოუჩინოს წყალმომხმარებელთა ასოციაციებს წესდების შემუშავებაში, დაფუძნება-რეგისტრირებაში, შეიმუშაოს აღრიცხვის ერთიანი სისტემა, მოახდინოს საქმიანობის კოორდინაცია, გაუწიოს დახმარება ტექნიკური და საბუღალტრო ანგარიშების სისტემის შექმნაში, წყალსამეურნეო თუ სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში.

3. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა უზრუნველყონ სარწყავი და დამშრობი სისტემების შიდასამეურნეო ქსელების მოვლა-შენახვისათვის სახსრების ხარჯვის ნორმების შემუშავება და საექსპლუატაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახსრების შესაძლებლობის ფარგლებში ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინება.

ე. შევარდნაძე