საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1999 წლის 4 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1999 წლის 4 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46(53), 24/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.001.
  • Word
550
18/09/1999
სსმ, 46(53), 24/09/1999
480.140.000.05.002.001.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1999 წლის 4 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №550

1999 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1999 წლის 4 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1999 წლის 4 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის უკანონო საფინანსო ოპერაციებთან, აგრეთვე უკანონო გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციასთან (გაწმენდასთან) დაკავშირებულ საფინანსო ოპერაციებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე