დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 13/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016034 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/12/2010 - 20/02/2015)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №119/ნ
2010 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ1” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესი დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესი
მუხლი 1. არჩევნების გამოცხადება
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების (შემდგომში – მართვის ორგანოები) პირველი არჩევნები ცხადდება ამ წესის შესაბამისად.
2. განცხადება მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულების) თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზე.
3. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღი და არჩევნების ჩატარების თარიღი, აგრეთვე კანდიდატების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
4. კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციას, ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, განსაზღვრავს არჩევნების გამოცხადებაზე უფლებამოსილი ორგანო.
5. ამ წესით განსაზღვრულ დღეებში მოიაზრება კალენდარული დღეები, გარდა არასამუშაო დღეებისა, თუ ეს სპეციალურად არ არის განსაზღვრული ამ წესით.
მუხლი 2. მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების განრიგი
მართვის ორგანოების პირველი არჩევნები ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ფაკულტეტის საბჭოს არჩევა;
ბ) ფაკულტეტის დეკანის არჩევა;
გ) აკადემიური საბჭოს არჩევა;
დ) რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა;
ე) წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა;
ვ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა;
ზ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა;
თ) დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა.
მუხლი 3. მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ტექნიკური ორგანიზაცია
1. დაწესებულებაში მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების მიზნით აკადემიური პერსონალისა და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევიდან 2 კვირის ვადაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.
2. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. დაწესებულების საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. დაწესებულების საარჩევნო კომისიაში შეიყვანება დაწესებულებაში არსებული სტუდენტური თვითმმართველობის არა უმეტეს 2 წარმომადგენელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რაოდენობის ფარგლებში.
4. დაწესებულების საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ყველა გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კომისია ვალდებულია, არჩევნები ჩატარდეს ამ წესის შესაბამისად.
5. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
6. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დაწესებულების საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლვს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია დაწესებულებაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 5 წევრისგან, რომელთაც ნიშნავს დაწესებულების საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი.
9. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. დაწესებულებისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ან ფაკულტეტის ხელმძღვანელი, აგრეთვე არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.
11. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება ამ წესით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას.
მუხლი 4. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
2. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაწესებულების კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ამომრჩეველი/კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 2 დღის განმავლობაში. ამომრჩეველი/კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების საარჩევნო კომისია 3 დღის განმავლობაში. ამომრჩეველის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
მუხლი 5. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
1. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
2. კანდიდატებსა და ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად.
3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.
4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს.
5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე, კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. ამ ღონისძიებების განხორციელებაში ხელის შეშლა დაუშვებელია.
6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი დაწესებულებაში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს დაწესებულებაში ან ზიანს აყენებს დაწესებულების ქონებას.
7. დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არ აქვს დაუსაბუთებელი უარი უთხრას წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის აუდიტორიებით, დარბაზებითა და დაწესებულების სხვა ქონებით სარგებლობისათვის. დაწესებულების ფართით სარგებლობა უნდა იყოს ყველა კანდიდატისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი არის წერილობითი და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში საჩივრდება დაწესებულების საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.
მუხლი 6. საარჩევნო სიები
1. საარჩევნო სიებს ადგენს დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის ხელმძღვანელი დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით, რომელიც პასუხისმგებელია საკადრო საკითხების ორგანიზებაზე.
2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.
3. დაწესებულების სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, რომელიც ირიცხება დაწესებულებაში და გაივლის რეგისტრაციას.
4. დაწესებულების აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა.
5. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;
ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომერი.
მუხლი 7. საარჩევნო ბიულეტენი
1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
2. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვაზე პასუხისმგებელია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
ა) დაწესებულებისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება;
ბ) აღნიშნვა იმის შესახებ, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვის არის განკუთვნილი;
გ) აღნიშნვა იმის შესახებ, საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია აკადემიური პერსონალის თუ სტუდენტთათვის;
დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.
4. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
მუხლი 8. საარჩევნო ყუთი
1. დაწესებულება არჩევნების ჩასატარებლად უზრუნველყოფს საარჩევნო ყუთებით საარჩევნო კომისიების აღჭურვას. თითოეულ საარჩევნო კომისიას გადაეცემა 2 საარჩევნო ყუთი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.
2. საარჩევნო ყუთზე თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვისაა იგი, აგრეთვე მინიშნება იმის შესახებ, აკადემიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი თუ სტუდენტთათვის.
3. საარჩევნო ყუთი კენჭისყრამდე მოწმდება, რათა საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ იგი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით და პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა.
4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება შესაბამისი ფაკულტეტისა და პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში.
5. თუ საარჩევნო ყუთი დაზიანდა არჩევნების პროცესში, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.
6. თუ საარჩევნო ყუთში მისი გახსნის შემდეგ არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტროლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.
მუხლი 9. არჩევნების ორგანიზება
1. დაწესებულების ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.
2. დაწესებულების და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ არჩევნების დღეს დილის 9 საათზე. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს დილის 10 საათზე.
3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღეს წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ უნდა იქნეს:
ა) რეგისტრატორები;
ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი;
გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი.
4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.
5. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს დაწესებულება.
მუხლი 10. არჩევნების პროცედურა
1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, აკეთებს არჩევანს, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.
2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.
მუხლი 11. არჩევნების შედეგების შეჯამება
1. კენჭისყრა თავდება არჩევნების დღეს 17 საათზე.
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის.
5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.
6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენზე არ აღმოჩნდა ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.
7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.
მუხლი 12. დამკვირვებელი
1. დაწესებულებაში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე 5 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.
3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) კანდიდატი;
ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი;
გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.
4. დამკვირვებელი უფლებამოსილია:
ა) დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში;
ბ) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;
გ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი;
დ) წარადგინოს საჩივარი დაწესებულების საარჩევნო კომისიაში.
5. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას, ხოლო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს.
მუხლი 13. დარღვევის ოქმი
არჩევნების დღეს ამ ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება:
ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;
ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ;
ვ) მოწმეების ვინაობა (არსებობის შემთხვევაში) და მათი ხელმოწერები;
ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;
თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.
მუხლი 14. არჩევნების შედეგების გამოცხადება
არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.
მუხლი 15. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებულების საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
2. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) მოწმეების ვინაობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) საჩივრის შემტანი პირის მოთხოვნა;
ვ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერა.
3. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
4. დაწესებულების საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
5. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ ბრძანებით დადგენილი წესის ან/და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.
მუხლი 16. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება
1. დაწესებულების საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს ფაკულტეტებზე, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
1. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
3. ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები იმართება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის შექმნიდან 1 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადას ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.
4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების დასრულებიდან 2 დღეში იმართება ფაკულტეტის საბჭოს პირველი სხდომა. ფაკულტეტის საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილებას.
მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს პირველივე სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში.
2. ფაკულტეტის საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს დეკანობის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.
მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
3. აკადემიური საბჭოს არჩევნებს ფაკულტეტის საბჭოს არჩევიდან ერთი კვირის ვადაში აცხადებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. არჩევნები ტარდება რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირის ვადაში.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრი ირჩევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.
5. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში იმართება აკადემიური საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილებას.
6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა.
მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
1. რექტორს ირჩევს დაწესებულების აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს პირველივე სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში.
3. აკადემიური საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს რექტორობის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.
4. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის აუცილებელია სამოქმედო გეგმის წარდგენა. აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
5. რექტორის არჩევის მომენტიდან წყდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.
6. აკადემიური საბჭო აკადემიური საბჭოს არჩევნების დასრულებიდან 1 თვის ვადაში ირჩევს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც შედის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.
მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით. წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო არანაკლებ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგი ოდენობისა. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ საბჭოს საერთო რაოდენობის ერთ მესამედს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო არჩევიდან ერთი კვირის ვადაში. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. არჩევნები ტარდება რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირის ვადაში.
4. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, ხოლო აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს – ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა.
5. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების მიერ.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას, არჩევიდან 5 დღის ვადაში იწვევს რექტორი. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს თავისი რიგებიდან, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატების რეგისტრაციას და კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
2. წარმომადგენლობითი საბჭო პირველივე სხდომაზე ნიშნავს სპიკერის არჩევნების თარიღს, რომელიც არ უნდა იყოს სხდომის გამართვიდან 10 დღეზე ნაკლები და 20 დღეზე მეტი. კანდიდატების რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების დღესვე და მთავრდება არჩევნებამდე სამი დღით ადრე. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმების რაოდენობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობს 2 ან მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ კანდიდატს შორის ტარდება ხელახალი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა
1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შერჩევის შესახებ, რომელშიც აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი.
2. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 დღის განმავლობაში. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შერჩეულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატი.
5. კანდიდატის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადას.
მუხლი 24. დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა
1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად, რომელშიც აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ასოცირებული ან სრული პროფესორი.
2. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც კანდიდატის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს მას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატი.
4. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს.
5. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატის/კანდიდატების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
6. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის აურჩევლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატს წარადგენს 3 დღის ვადაში.
7. დაწესებულების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი არჩევიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს სამსახურის დროებით დაკომპლექტებას. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.
მუხლი 25. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელის დანიშვნა
1. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს ნიშნავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს ევალება დროებითი ადმინისტრაციის ფორმირება, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება და, არსებობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის უზრუნველყოფა.
3. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების არჩევიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს ფაკულტეტის საბჭოს პირველ სხდომას, რომელსაც თავად თავმჯდომარეობს. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილების ცნობისთანავე ირჩევს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს უწყდება უფლებამოსილება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები