დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 162, 13/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016107 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №375
2010 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №89, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;“.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:
„ღ) ამტკიცებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
ყ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ატრიბუტიკას.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები