„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 21/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016013
  • Word
54
07/12/2010
სსმ, 66, 21/12/2010
010260020.35.133.016013
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2010 წლის 7 დეკემბერი

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის 14 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის 14 დად­გენილებით (გაზეთი „აჭარა“ №26, 06,03,2010., გვ.23) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნი­ციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ. საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კორდინაცია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი დასუფთავებაზე;“.

ბ) მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება, რეაბილიტაცია და განვითარება;

) მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება;

) მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორ­ციელება;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინის მარეგულირებელი შუქ­ნიშ­ნების მოწესრიგება და გზებზე გამყოფი ზოლის გავლების კოორდინაცია;

ე) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამ­ხედველობის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ დაქირავებულ ტექ­ნიკურ ზედამხედველებზე კონტროლი. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხებში ხელ­ვა­ჩაუ­რის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვებით გათ­ვალის­წინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის განხორციელება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების შეკეთა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შემუშავება;

ზ) საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფ­როსის ცალკეულდავალებების შესრულება;“.

გ) მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მუნიციპალური კეთილმოწყობის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ბ) საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში;

გ) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა;

დ) მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;

ე) საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;

ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გა­რე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორ­მის შენობა-ნაგებობების, შადრევან-აუზების, ტყე-პარკების მოვლა-პატრონობა, გამწვანების და გაფორმების ღონის­ძიე­ბების განხორციელების უზრუნველყოფა;

 კ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი დასუფთავებაზე;

ლ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება და წარდგენა ზემდგომორგანოსადმი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფ­როსის ცალკეულ დავალებების შესრულება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   მ. ფარტენაძე