„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 21/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016010
  • Word
51
07/12/2010
სსმ, 66, 21/12/2010
010250020.35.133.016010
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №51

2010 წლის 7 დეკემბერი

დაბა ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის 23 დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის 23 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“,77, 14.07.2010, გვ.15–19) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ხელვააურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანისა და საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის, ასევე ქონების სარგებლობის ქირის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტს;“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

) ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახური;

) ზედამხედველობის სამსახური;

) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

) ინფრასტრუქტურის სამსახური;

) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ადმინისტრაციული სამსახური „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (ტერიტორიული ორგანოების) საქმიანობის კოორდინაციას და მათ მიერ გამგებლის დავალებებისა და ბრძანებების, აგრეთვე გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) დავალებების შესრულების კონტროლს, გამგეობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, გამგეობის სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების წარმოებას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების ნალიზს, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებითა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“;

გ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებული იქნეს.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                             მ. ფარტენაძე