საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 531
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44(51), 16/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
531
08/09/1999
სსმ, 44(51), 16/09/1999
040.050.000.05.002.001.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/09/1999 - 28/09/2000)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №531

1999 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საბჭოს 1999 წლის 24 მაისის №16 საოქმო გადაწ­ყვეტილების საფუძველზე და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი დარგის – აგროსამრეწველო და სასურსათო კომპლექსის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინადადება და შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების სპეციალიზებული საინვესტიციო ფონდი.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ჯ. ხეცურიანი) უზრუნ­ველყოს ფონდის რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემად­გენლობით:           

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა  და სურსათის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის  მინისტრი.

4. ფონდის დამფუძნებლის უფლებამოსილებანი გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს (კურატორიუმს).

5. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ მიიღოს ქმედითი ზომები ფონდის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების  მოსაძიებლად და მოსაზიდად.

ე. შევარდნაძე