საქართველოს მოსახლეობის ფსიქიატრიული დახმარების შემდგმომი სრულყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მოსახლეობის ფსიქიატრიული დახმარების შემდგმომი სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 496
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/08/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41(48), 31/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
  • Word
496
23/08/1999
სსმ, 41(48), 31/08/1999
470.230.000.05.002.001.
საქართველოს მოსახლეობის ფსიქიატრიული დახმარების შემდგმომი სრულყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №496

1999 წლის 23 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის ფსიქიატრიული დახმარების შემდგომი სრულყოფის შესახებ

საქართველოში მიმდინარე სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა ადამიანის საზოგადოებასთან დამოკიდებულებისა და ადაპტაციის პრობლემები, რომელთაგანაც პირველ რიგში წარმოჩინდა ისეთი მძიმე ფსიქო-სოციალური ფენომენები, როგორიცაა: აგრესიული ტენდენციები, მიდრეკილება სუიციდისაკენ, ბავშვთა და მოზარდთა დევიაციური და ანტისოციალური ქცევები და ინტერპერსონალურ დარღვევათა სხვა სახეები. ფსიქიკური დაავადებებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია სოციალური სტრესით განპირობებული ფსიქიკური აშლილობები, ხშირი ხასიათი მიიღო ფსიქიკურ დაავადებათა ექსაცერბაციამ.

საქართველოში მიმდინარე სამედიცინო დარგის რეფორმის პროცესში ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ ფსიქიატრიული დაწესებულებები გამოიყვანა კრიზისული სიტუაციიდან და ყველა პირობა შექმნა ფსიქიატრიული დახმარების თანამედროვე, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციაზე ორიენტირებული, ფსიქიატრიული სამსახურის შექმნისათვის.

მნიშვნელოვანია ქრონიკულ სულით ავადმყოფთა მოვლა-პატრონობის პრობლემა, არადამაკმაყოფილებელია ფსიქიატრიულ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სრულყოფასა და გაფართოებას საჭიროებს ფსიქიატრიული სამედიცინო დახმ­­არების სახელმწიფო პროგრამა, დასახვეწია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და იძულებითი მკურნალობის ორგანიზაციული საკითხები. მეტ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული დახმარება, ვინაიდან არსებულმა მძიმე ვითარებამ სერიოზული დაღი დაასვა მომავალი თაობის სულიერ ჯანმრთლეობას, რამაც განაპირობა ბავშვთა და მოზარდთა ასოციალური კონტინგენტის ფორმირება: ბავშვთა ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, კრიმინალური ტენდენციები, აგრესია, პროსტიტუცია. დახვეწასა და სრულყოფას მოითხვოს სუიციდოლოგიური სამსახური. სრულყოფასა და გაუმჯობესებას საჭიროებს ფსიქიატრიის დარგში სპეციალისტების დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი მომზადება. აქტუალური ხდება ფსიქიატრიაში მიმდინარე ფუნდამენტური მეცნიერული კვლევების რეორიენტაცია სოციალური მიმართულებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) 1999 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს ფსიქიატრიული დახმარების დარგობრივი სახელმწიფო პროგრამები:

ა) ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული დახმარების პროგრამა;

ბ) სულით ავადმყოფთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა;

გ) სულით ავადმყოფთა იძულებითი მკურნალობის პროგრამა;

დ) 1999 წლის 1 ნოემბრამდე შეიმუშაოს ფსიქიატრიულ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაციის პროგრამა და განახორციელოს იგი 2000-2002 წლებში;

ე) ამედიცინო დარგში სამედიცინო კვლევებიდან პრიორიტეტი მიანიჭოს სოციალური ფსიქიატრიის მიმართულებას;

ვ) 2000 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და წარმოადგინოს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ.პაპავა) 2001 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების დროს გაითვალისწინოს ფსიქიატრიული დახმარების დარგობრივი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება.

3. მიჩნეულ იქნეს პრიორიტეტად ქრონიკულ სულით ავადმყოფთა მოვლა-პატრონობის პროგრამა, რომელიც ხორციელდება სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს (თ. გაზდელიანი) მიერ; უზრუნველყოს მისი გაფართოება და უწყვეტი დაფინანსება.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ა. ჯორბენაძემ.

ე. შევარდნაძე