დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 13/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016022 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №72
2010 წლის 8 დეკემბერი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 13 აგვისტოს №36 დადგენილების მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ქვემოთ ჩამოთვლილი რედაქციით, ამოღებულ იქნეს მე-11 პუნქტი.
მუხლი 2
„მუხლი 6
ტ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ვარგისად აღიარებაზე პროექტების მომზადება და საკრებულოსათვის წარდგენა.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები