დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სართიჭალის ქართულ-ამერიკული ნავთობგადამმუშავებელი კომპანიის ხელშემწყობის ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41(48), 31/08/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №490
1999 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
სართიჭალის ქართულ-ამერიკული ნავთობგადამმუშავებელი კომპანიის ხელშეწყობის ზოგიერთ დროებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მოქმედი სართიჭალის ქართულ-ამერიკულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1998 წლის ივლისში, იმავე წლის ნოემბრის თვიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზური გადასახადების დაწესების შედეგად შეექმნა მძიმე ფინანსური პირობები. ამის გამო მისი გამოშვებული პროდუქცია გახდა არაკონკურენტუნარიანი და წარმოება არარენტაბელური.
მდგომარეობის გამოსწორების მიზნით:
1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (თ. გიორგაძე) ენერგო-გენერაციის ობიექტებისათვის საჭირო საწვავის (მაზუთის) შეძენის დროს პირველ რიგში გაითვალისწინოს სართიჭალის ნავთობგადამმუშავებელი კომპანიის მიერ წარმოებული მაზუთის შესყიდვა და დროული ანგარიშსწორება. უზრუნველყოს მიწოდებული 2500 ტონა მაზუთის ღირებულების დავალიანების უმოკლეს ვადაში დაფარვა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჩიკვილაძე) ინვესტორის მიერ გაწეული ინვესტიციების ამოღებამდე (არა უმეტეს ხუთი წლისა) „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომპანიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ სააქციზო და საგზაო ფონდის გადასახადების საბიუჯეტო დავალიანების შესახებ წარმოადგინოს ბრძანებულების პროექტი ვალების გადავადების თაობაზე.
3. ბრძანებულების მე-2 პუნქტი გავრცელდეს მხოლოდ ქარხნის მიერ წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე.
4. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები