დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 987 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 161, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016083 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №9 87
2010 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის №72 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №12, მუხ.131) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა.ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ეროვნული ანგარიშების სამმართველო;”;
ა.ბ) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) შიდა აუდიტის სამმართველო;”;
ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ” და „ნ” ქვეპუნქტები:
„მ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველო;
ნ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო.”;
გ) მე-9 მუხლის:
გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ანგარიშების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება;
ბ) სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
გ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე რეგულარულ სტატისტიკურ კვლევებს მიღმა დარჩენილი დაუკვირვებადი ნაწილის შესასწავლად ოფიციალური სტატისტიკური დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
დ) სატელიტური ანგარიშების წარმოება.”;
გ.ბ) მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ო” და „პ” ქვეპუნქტები;
გ.გ) მე-11 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვები: „მონიტორინგის განყოფილების” შეიცვალოს სიტყვებით: ,,შიდა აუდიტის სამმართველოს”;
დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:
„12) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ბ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება;
გ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებური შედარებების განხორციელება;
დ) საგარეო ფინანსური და არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა;
ე) საგადასახდელო ბალანსისათვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით) საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისათვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
13. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება;
ბ) კომპიუტერების, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების სისტემური და ტექნიკური მომსახურება, რეგიონალური და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა, ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) სტატისტიკის ვებგვერდის ადმინისტრირება, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები