დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის” ლიკვიდაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.10.003.000.165 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2005 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის” ლიკვიდაციის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახური”.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის” ლიკვიდაცია კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ათ დღეში დადგენილი წესით წარმოადგინოს „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ობიექტების დაცვის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებზე გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები