დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182/42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 06/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 161, 09/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.20.013.016002 |
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №182/42
2010 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის № 32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის № 32/42 ბრძანებით (სსმ III, 12.03. 2009 წ., № 28, მუხ.359) დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტში “ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების სტრუქტურას. იღებს გადაწყვეტილებას სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;“.
მე- 5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულში და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებში შეიძლება შეიქმნას ქვედანაყოფი. საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ბრძანებით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები