გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

  • Word
გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62(39), 26/11/1999
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.05.002.001.
  • Word
440
16/07/1999
სსმ, 62(39), 26/11/1999
430.210.000.05.002.001.
გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №440

1999 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობის, მეცნიერებია და განათლების რეგიონალური ცენტრების განვითარებისა და დახმარების მიზნით:

1. გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით და აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიენიჭოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

2. გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ინსტიტუტს ეწოდოს ,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში (ი. ბოჭორიძე) უზრუნველყონ ინსიტუტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლის საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელება.

ე. შევარდნაძე