"რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" "სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის~ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 161, 09/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016100
  • Word
369
03/12/2010
სსმ, 161, 09/12/2010
010220030.10.003.016100
"რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" "სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის~ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №369

2010 წლის 3 დეკემბრი

ქ. თბილისი

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის 331 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის 331 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 146) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებას დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:

31. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურება განხორციელდეს ამ კომპონენტის ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით..

2. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესისმე-2 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად;.

3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ის პირები, რომელთაც მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული აქვთ სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში შესაბამისი დაფინანსება. აღნიშნული არ ვრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას საქართველოს ფარგლებს გარეთ..

4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. დაფინანსების ოდენობა და გაცემის პირობები

ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების თანხა შეადგენს არა უმეტეს 10 000 ლარს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების საერთო ღირებულების თანადაფინანსების არა უმეტეს 80%-ს, გარდა:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსებისა..

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება გავრცელდეს 2010 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                 ნ. გილაური