დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალი რედაქციით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის გამოცემისა და ქართული ენის მანქანური ფონდის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 437 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/07/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34(41), 20/07/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.050.000.05.002.001. |
ბრძანებულება №437
1999 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
ახალი რედაქციით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის გამოცემისა და ქართული ენის მანქანური ფონდის შექმნის შესახებ
1. შეიქმნას ქართული ენის მანქანური ფონდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის საბაზო დაწესებულებაში.
2. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 13 აპრილის სხდომის №4 საოქმო გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს დამატებით გამოუყოს 75 (სამოცდათხუთმეტი) ათასი ლარი, მათ შორის: 38 (ოცდათვრამეტი) ათასი ლარი ახალი რედაქციით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადებისა და გამოცემისათვის, 37 (ოცდაჩვიდმეტი) ათასი ლარი კი – ქართული ენის მანქანური ფონდის შესაქმნელად.
3. საქართველოს საგამომცემლო-საინფორმაციო კორპორაციამ (ვ.აბაშიძე) და პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა (ვ.რცხილაძე) გადასცენ (არაკომერციული მიზნით) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს კომპიუტერული ტექნიკით შესრულებული და მანქანურ მატარებლებზე ჩაწერილი ყველა სახის ქართულენოვანი ტექსტების ასლები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები