დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუქციონის შედეგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს "ენერგოგენერაცია" |
| მიღების თარიღი | 07/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 13/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ინფორმაცია
2010 წლის 5 დეკემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით (№2/3523-2010 საქმეზე) წარმოებაში მიღებული შპს „ენერგოგენერაციის” გადახდისუუნარობის საქმეზე, 2010 წლის 5 დეკემბერს ჩატარებული იქნა მეორე აუქციონი შპს „ენერგოგენერაციის” სამეურვეო ქონების გაყიდვის მიზნით.
აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
ზემოაღნიშნული მეორე აუქციონი არ შედგა, ვინაიდან, არ იქნა მიღებული აუქციონში მონაწილეობის მსურველთა არც ერთი განაცხადი და უშუალოდ აუქციონის ჩატარების დღეს არც ერთი აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი არ გამოცხადებულა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები