სამშენებლო დარგში პრივატიზებისათვის ხელსეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სამშენებლო დარგში პრივატიზებისათვის ხელსეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31(38), 30/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.001.
  • Word
387
25/06/1999
სსმ, 31(38), 30/06/1999
330.130.000.05.002.001.
სამშენებლო დარგში პრივატიზებისათვის ხელსეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 387

1999 წლის 25 ივნისი

 ქ. თბილისი

სამშენებლო დარგში პრივატიზებისათვის ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

სამშენებლო დარგში პრივატიზების პირველი და მეორე ეტაპის განვლილი პერიოდისათვის საწარმოთა 90 პროცენტამდე პრივატიზების მიუხედავად, დარჩენილია რიგი უმოქმედო, ზარალიანი, მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, დიდი საბალანსო ღირებულების საწარმოები, რომლებშიც სახელმწიფო წილის პრივატიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ამ საწარმოთა შრომითი კოლექტივების სურვილის გათვალისწინებით და მათი ინტერესების დაცვის მიზნით, აგრეთვე პრივატიზებული საწარმოების შემდგომი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინადადება და მძიმე ფინანსური მდგომარეობის, ზარალიანი და მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე სააქციო საზოგადოება „ბაზალტსა“ და სააქციო საზოგადოება „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატში“ სახელმწიფოს წილი გამოტანილ იქნეს გასაყიდად საინვესტიციო კონკურსზე, ნომინალური ღირებულების 10 პროცენტით, სათანადო ბიზნეს-გეგმის წარდგენის პირობით, საწარმოთა ძირითადი პროფილის შენარჩუნებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.

2. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, „სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 27 მაისის №339 ბრძანებულების დანართიდან ამოღებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „ბაზალტი“ და სააქციო საზოგადოება „დარკვეთის საშენმასალათა კომბინატი“.

ე. შევარდნაძე