დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30(37), 25/06/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №375
1999 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდებისათვის, მეცნიერებისა და განათლების რეგიონალური ცენტრებისათვის დახმარების გაწევისა და ხელშეწყობის მიზნით:
1. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით და აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიენიჭოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.
2. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდოს – „თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში (გ. არსენიშვილი) ინსტიტუტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყონ ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება აღნიშნული უმაღლესი სასწავლების საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფის საქმეში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები