დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 890 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 07/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016063 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №890
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანებით (სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ. 999) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსებისას გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსება ხორციელდება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად.
2. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან
ბ) წარადგინოს გამარტივებული დეკლარაცია „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანების შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები